რჩევები ფეხით ლაშქრობისათვის

რჩევა №1
ყველა მოლაშქრემ წინასწარ გაიაროს სამედიცინო შემოწმება.
ლაშქრობის მეთაური დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი გუნდის ყველა წევრი მზად არის ლაშქრობის დასაწყებად.  განსაკუთრებით კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს მოლაშქრეთა ფეხები. მათ არ უნდა ჰქონდეთ დაზიანებული, გადაყვლეფილი, დაჩირქებული, გაჭრილი  და ა.შ. ადგილები ფეხებზე, რაც ხელს შეუშლის მთელ ჯგუფს ადვილად, სწრაფად და თავისუფლად გადაადგილებაში.

რჩევა №2
გაკონტროლდეს მოლაშქრეთა ჩაცმულობა. ტანსაცმელი უნდა შეირჩეს სეზონისა და ლაშქრობის ხანგრძლივობის მიხედვით.  აუცილებელია: 
ქუდი (მზიანი ამინდებისათვის ან სიცივის შემთხვევაში)
წითელი მაისური (დაკარგვისას რომ ადვილად შესამჩნევი იყოს)
კურტკა ან რაიმე თბილი სვიტრი
საცურაო კოსტუმი 
სალაშქრო შარვალი
წინდა - 3 წყვილი , მათგან 1 შალის
ფეხსაცმელი (კეტები, ბოტასები და სხვ.). ასევე, სასურველია ჩუსტები - ხანმოკლე შესვენებების დროს ფეხების დასასვენებლად.
მსუბუქი ლაბადა (წვიმისთვის)
საძილე ტომარა ან ბამბის საბანი

რჩევა №3
აუცილებელია პირადი ჰიგიენის საგნები
საპონი
კბილის პასტა
ჯაგრისი
პირსახოცი

რჩევა №4

ლაშქრობისას გუნდის ერთ-ერთი წევრი აუცილებლად უნდა იყოს ექთანი. თან იქონიეთ სალაშქრო აფთიაქი. აფთიაქი საგულდაგულოდ შეფუთეთ და გაუფრთხილდით. მასში  უნდა იყოს მხოლოდ პირველი სამედიცინო დახმარების წამლები, რომელიც ლაშქრობისას მოულოდნელობის შემთხვევაში ეფექტურად დაგეხმარებათ. კერძოდ,
სალბუნი
ბამბა
ბინტი
კალიუმის პერმანგანატი
იოდი
ბორის მჟავა
ნიშადურის სპირტი
ვაზელინი
რეზინის ლახტი
კოღოს საწინააღმდეგო საშუალება
მარლა
კიდევ ზოგიერთი წამალი, რომელთა შესახებ ექთანი მოგახსენებთ

რჩევა №5
გამგზავრების წინ შეამოწმე - სწორად ჩააწყვე თუ არა რუკზაკი.  (ხელჩანთა)
მძიმე ნივთები უნდა ეწყიოს რუკზაკის ქვედა ნაწილში. წვეტიანი და მკვრივი ნივთები ისე ჩააწყვეთ, რომ ბეჭებს არ აწვებოდეს. საძილე ტომარა ან საბანი ზურგის მთელ სიბრტყეზე უნდა იყოს გაჭიმული. რუკზაკის თასმების სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 5 სმ. რომ არ ჭრიდეს მხრებს. ამავე დროს, თასმებს ქვემოდან დავაკეროთ ქეჩა, ღრუბლის ან პენოპლასტის ბალიში.
ზურგზე მოკიდებისას რუკზაკი ზურგს, მისი ძირი კი გავის ძვალს მჭიდროდ უნდა ებჯინებოდეს.  თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, რუკზაკის ტარება რთული არ იქნება.

რჩევა №6.
კვება
მენიუ წინასწარ შეიმუშავეთ. ლაშქრობისას გაითვალისწინეთ ოქროს სამი წესი!
1. არასოდეს დაიწყოთ ლაშქრობა საუზმის გარეშე!
2. დაიცავით კვების რეჟიმი!
3. ნუ იყიდით ხილს, ნაყინს და ა.შ. დასახლებულ პუნქტში!
დისციპლინის დარღვევამ შეიძლება უსიამოვნება გამოიწვიოს. მაგ: გაურეცხავი ხილის ჭამა ხშირად იწვევს დიზენტერიას.

რჩევა №7.
განსაკუთრების საფრთხილოა წყლის სმა.
ნუ დალევთ წყალს ღია წყალსაცავებიდან იმ შემთხვევაშიც კი, როცა ერთი შეხედვით ის აბსოლიტურად სუფთაა.
უნდა მოითმინოთ! არ გაჩერდეთ შესასვენებლად! განა ბევრი დრო სჭირდება ცეცხლის დანთებას?! ჩაიდანიც მალე ადუღდება...
სიარულის დროს წყურვილის მოსაკლავად სმა არ არის რეკომენდირებული.
საკმარისია ერთი ყლუპი წყლის გამოვლება პირში ან შაქარყინულის მირთმევა.

წყლის სმის რეჟიმი ცხელ ამინდში.
დილით საუზმის დროს ჩაი.
სიარულისას ერთი ყლუპი წყლით პირის გაგრილება.
დიდი შესვენების დროს და საღამოს შეიძლება წყლის სმა ტავისუფლად, რამდენიც გნებავთ.

რჩევა №8.
შეჩერებისას - კოცონისათვის ადგილი შევარჩიოთ მინდორზე, ხეებისაგან 5-6 მ. მოშორებით.
აკრძალულია მწვანე მცენარეების დაზიანება!
ყველაფერი ხმელი ხის ტოტებისაგან უნდა გავაკეთოთ.

რჩევა №9.
ღამის გასათევად, უმჯობესია მშრალი ადგილი, ტყის პირი ან მდინარის ნაპირი. დაძინებამდე უნდა მივიღოთ კოღოს საწინააღმდეგო ზომები. წავისვათ კოღოს საწინააღმდეგო მალამო.

რჩევა №10.
სანამ გზას გაუდგებით თქვენი სადგომი ისე მოასუფტავეთ, რომ ზედ თქვენი ყოფნის ნიშანწყალიც არ დარჩეს. კონსერვის ყველა ქილა, ქაღალდი და სხვა მისთანანი დაწვით და მიწაში ჩაფალით.


რჩევა №11.
პირველი სამედიცინო დახმარება
1. თუ ფეხი გადაგეყვლიფათ, დაზიანებულ ადგილებზე და წყლიან ბუშტუკებზე ვაზელინი წაისვით, გახეთქილ ბებერებზე კი იოდი. საღამოს ბინტით შეიხვიეთ, დილით სალბუნი დაიდეთ.
ნატკენ ადგილებზე, განაკაწრებზე იოდის ხსნარი ან ბრილიანტის მწვანე წაისვით. გამოდგება ასევე, წყალბადის ზეჟანგი, უკიდურეს შემთხვევაში ოდეკოლონი. შემდეგ დაიფინე სალბუნი.

არ ჩამოიბანოთ ჭრილობა წყლით!
არ დაიფინოთ ჭრილობაზე ჭუჭყიანი ფოთლები!

მცირე დამწვრობისას, თუ იგრძნოთ სიწითლე ან პატარა ტკივილი,  წაისვით სპირტი, ოდეკოლონი ან კალიუმის პერმანგანატის ხსნარი.

2. მზეზე უქუდოდ  ყოფნის დროს, როგორც იტყვიან ხოლმე, მზის დაკვრას მიიღებთ. ამ დროს იწყება ტავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება.
აუცილებელია,  ამ დროს დაზარალებული დააწვინოთ ჩრდილში საბანსა ან საძილე ტომარაზე ისე, რომ თავი ზევით ჰქონდეს აწეული, ვიდრე ტანი ანუ ნახევრად წამომჯდარ ფორმაში იმყოფებოდეს. შეუხსენით საყელო. მიასხურეთ პირზე და მკერდზე ცივი წყალი. დაალევინეთ წყალი ან ჩაი. უკიდურეს შემთხვევაში, აყნოსეთ ნიშადურის სპირტი.

3. ადამიანი ლაშქრობისას შეიძლება გადაცივდეს ცივ ამინდშიც კი, დიდი ფიზიკური დატვირთვისას. დაზარალებულს უჩნდება თავის ტკივლი,  თავბრუს ხვევა,  თითქოს სულ ეძინება და იღლება. ამას შეიძლება მოჰყვეს გულყრა,  ავადმყოფმა ფერი დაკარგოს, სახეზე ოფლმა დაასხას, სუნთქვა ხშირი და ზერელე  გაუხდეს.
ამჯერად, ავადმყოფს აწვენენ ისე, რომ თავი ტანზე დაბლა ჰქონდეს.  დანარჩენი მკურნალობა ისეთივეა, როგორც მზის დაკვრისას.
კარგია,  თუ იმ დღეს ”რაიმე საბაბით” (თუ ავადმყოფი სუსტად არის და სიარული აღარ შეუძლია),  გზა აღარ გააგრძელოთ და ეს ისე გააკეთოთ, რომ ავადმყოფი პანიკაში არ ჩავარდეს, ხოლო თუ გზის გაგრძელება აუცილებელია, მაშინ ავადმყოფს მოხსენით ზურგის ტვირთი და ზომიერი რიტმით გააგრძელეთ სვლა.