სხვადასხვა...

მოცემულ გვერდზე განთავსებულია სასწავლო-შემოქმედებითი ექსკურსიების პერიოდში შექმნილი მასალები, რომლებიც დამუშავდა, როგორც ექსკურსიის  შედეგები.

ბიჭები ჟინვალში ანანურის ციხესთან..
 მასალები ვაჟაზე...
 "სამოთხის გვრიტები"...

 2009წ. ზაფხული ქ. რუსთავის მე-13 საჯ. სკოლის 10 (ა) კლასის ბავშვები ექსკურსიაზე ანანურსა და ჩარგალში. მასალა შექმნილია მოსწავლეთა მიერ გადაღებული ფოტომასალით.



-----------------------------------



სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება - ლიტერატურულ-მუსიკალური და თეატრალიზებული წარმოდგენები. 
 ამ გვერდზე მოცემული მასალა მოგვითხრობს, რომ ჩვენს სკოლაში ჩავატარეთ 1989წ. 9 აპრილის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ისტორიულ-ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია   ”..ცა იყო უღმერთოდ მოღრუბლული..” .   მასში მონაწილეობა მიიღეს თვით პედაგოგებმაც. სპეციალურად ამ დღისთვის შექმნეს ლექსები ნაკლებადცნობილმა მოყვარულმა პოეტებმა.   ღონისძიება წარიმართა 9 აპრილის   ”ჰიმნის” - ცნობილი სიმღერის    ”ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები”  - ფონზე.  გამოყენებულ იქნა  ”AVE  MARIA". მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერა  - ”დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს..”, წუთიერი დუმილით და ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა სულებს. თითოეულ მათგანს - აგრეთვე, მრავალ უსახელო გმირს - მამულის თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულს - დაუნთეს სანთელი.მაყურებელმა ღონისძიების მონაწილეებთან ერთად შეავსო  ”შთაბეჭდილებათა ფურცელი”, რომლის სიმბოლური შინაარსი ასეთია: ფურცლის ცენტრში მდგომი პატარა გოგონა საქართველოს მომავალია, რომელსაც თავზე ესხმება 9 აპრილს დაღუპულთა მიერ დაღვრილი სისხლი. მშვიდობა (მტრედი) განგმირული და მოწამლულია ქიმიური გაზით. გოგონა თავზე ხელს იფარებს, უნდა აიცილოს სისხლის წვეთები , მაგრამ ... წარსული ხომ მომავალზეა გადაჯაჭვული, ხოლო მომავალი წარსულის ფესვზე ამოდის...



შთაბეჭდილების ფურცელი

მასალა სრულად იხილეთ აქ:  http://picasaweb.google.com/fiqriasidamonize/9Aprili 





-------------------------------

სასკოლო აქტივობა "იუნკრები" 



გეგმა
მსვლელობა
ფოტომასალა

ღონისძიების მსვლელობის ნაწყვეტები
"რა გინდა რუსო, რას გვერჩი?"
"სამშობლო"
"მამლი მუხასაო"

-----------------------------

    სკოლაში  ჩატარდა   დისკუსია თემაზე:  ”თავისუფლება ლომთა ხვედრია”. იგი  მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უფროსკლასელმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა .  საინტერესო პასუხები გაიცა შეკითხვებზე:  ”რა არის თავისუფლება?”,   ”ნიშნავს თუ არა თავისუფლება ყველაფრის უფლებას?”,   ” რა კრიტერიუმებით უნდა ხასიათდებოდეს თავისუფალი პიროვნება?”,   ”ვის შეიძლება ვუწოდოთ ლომი?”,   და ა.შ.    დისკუსიის დასასრულს მონაწილეებმა შექმნეს შთაბეჭდილებათა ფურცელი.


--------------------------

ქ. რუსთავი. მე-13 საჯ. სკოლა. ”ღია კარის” დღე  ”იბსუში”.  2010წ.

        დავათვალიერეთ ”იბსუ”.  ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა მყუდროებამ, სისუფთავემ, კომფორტმა, წესრიგმა და სწავლისათვის საჭირო სხვა პირობებმა. აქ სწავლა საკმაოდ ძვირია ჩვენი ეკონომიური სიდუხჭირის პირობებში, თუმცა ვიტყვი, რომ ნამდვილად ღირს...
სრული მასალა იხილეთ აქ: 
  http://picasaweb.google.com/fiqriasidamonize/Ibsu#


-------------------------------------
2014 წლის ივნისი


გაოცებული ვარ წლევანდელი ექსკურსიის შედეგით.  ეს კლასი, მე–10 (ბ)  სხვა სკოლებიდან გადმოსული ბავშვების ხარჯზე დაკომპლექტდა. მთელი წელი ვერა და ვერ  შეიკრა კლასი. ვერაფრით გამონახეს საერთო ენა. სულ ერთმანეთის მიმართ ჩასაფრებულ პოზიციაში იყვნენ და მასწავლებლებს ხომ "მტრად" აღიქვამდნენ.
წლის ბოლოს დამპატიჟეს ექსკურსიაზე. იმდენად განაწყენებული ვიყავი, რომ წასვლა არ მინდოდა.
თუმცა, ჩემდა გასაოცრად, იმ ერთმა დღემ 180 გრადუსით შეცვალა ბავშვები. გახდნენ ისეთი თბილები და საყვარლები,  სად დაიკარგა მათი აგრესია არავინ იცის.
იმედია, ახალ სასწავლო წელს კიდევ უკეთესი ურთიერთობა გვექნება და უკეთეს პროექტებსაც განვახორციელებთ.

ბორჯომი. მწვანე მონასტერი.